Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: „ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ გარემოსდაცვითი ინსტიტუტები" - მინისტერიალი ბათუმში

08 ივნისი, 2016 12:09

დღეს ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE)-ს გარემოსდაცვითი მინისტრიალი „გარემო ევროპისათვის" გაიხსნა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა ხელსიუფლების უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში:

„ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ გარემოსდაცვითი ინსტიტუტები, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ინფორმაციასა და შესაბამის განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ამიტომ საქართველოში დაიწყო გარემოსდაცვითი განათლების ეროვნული სტრატეგიის შექმნის პროცესი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მდგრადი განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს, ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, ხალხმა შეიძინოს შესაბამისი ცოდნა და დაინერგოს ისეთი ქცევის წესები, რომელიც თავსებადი იქნება ჯანსაღ გარემოსთან.

კონფერენციის ძირითადი თემა „მწვანე ეკონიმიკის განვითარება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარებისთვის განათლებაა“. ფორუმის მიმდინარეობისას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა, კრისტიან ბახმაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ეკოლოგია სახელმწიფოებს შორის საზღვრებს შლის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საერთო საზრუნავია:

„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უნდა იყოს მდგრადი განვითარება. უნდა გავუზიაროთ ქვეყნებმა ცოდნა ერთმანეთს და მივცეთ გარემოს უფლება, რომ სხვა და სხვა ერები გააერთიანოს ამ პრობლემის გარშემო," - აცხადებს კრისტიან ბახი.

კონფერენციაში მონაწილეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულიშვილიც, რომლის თქმით, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები სისტემატურად მიმართავენ მონიტორინგს, რათა გააუმჯობესონ ჰაერის გაჯანსაღებისთვის საჭირო მექანიზმები:

„მონააცემები, რომელიც საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში 60 წერტილში იზომება, არ არის საგანგაშო. გვაქვს რამდენიმე ადგილი, ურბანული ტიპის, სადაც გამონაბოლქვისა და მტვრის ნაწილაკების გამო სახარბიელო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ზოგჯერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მდგომარეობა არაა კრიტიკული. ეს კონფერენცია დაგვეხმარება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ვითარება“.

„გარემო ევროპისათვის“ გაეროს სისტემაში არსებულ ორგანიზაციბს, გარემოსდაცვით ცენტრებს, რეგიონის 56 ქვეყანას, არასამთავრობო და კერძო სექტორს აერთიანებს. ღონისძიება 10 ივნისამდე გაგრძელდება.

The Guardian: მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას კაცობრიობისთვის იმედი და საფრთხე მოაქვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^