საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ „წმიდა და დიდ კრებაში" კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
მართლმადიდებელი ეკლესიების „წმინდა და დიდი კრება" კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს არის დანიშნული. კრებაში მონაწილეობაზე უარი კიდევ სამმა ეკლესიამ: ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის საპატრიარქოებმა თქვეს.
საპატრიარქო კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ „დიდ კრებაში" მონაწილეობას არ მიიღებს