Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: საქართველო-გერმანიას შორის მაღალი დონის საპოლიციო თანამშრომლობაა

15 ივნისი, 2016 17:39

„გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეწვია 36 000 გერმანელი ვიზიტორი და გერმანიიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველო ტურისტულად ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა და შარშან, ჯამში, 6 მილიონამდე ტურისტი გვეწვია. ჩვენ გვინდა, რომ მეტმა ქართველმა ტურისტმა მოინახულოს გერმანია, ასევე მეტი ქართველი ბიზნესმენი ეწვიოს მას და ამისთვის, ქალბატონ კანცლერთან განვიხილეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გაფორმების შემდეგ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხრიდან უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზეც ისაუბრა.

„გავაძლიერეთ ჩვენი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი დაცულად იგრძნოს, მაშინ, როდესაც საუბარია საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე. გავაძლიერეთ შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა; გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება; ჩვენს საელჩოში განვათავსეთ პოლიციის ატაშე; ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად გერმანიაში ვიზიტით იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოში მარტში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელმაც უკვე გამოიღო კონკრეტული პოზიტიური შედეგები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ NATO-ში გაწევრებისთვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა და გერმანიის ფედერაციას მადლობა გადაუხადა უელსის სამიტზე მიღებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპა იყოს ერთიანი და მშვიდობიანი“, - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერი საქართველოში მოიწვია, 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად.

მერკელი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში მიიღებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^