Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი რუხაძე „იმედის" ბორდის თავმჯდომარე გახდა - ნათელა სახოკია GPB-ს ტოვებს

20 ივნისი, 2016 17:51

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნათელა სახოკია ბორდში თანამდებობას ტოვებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარისადმი განცხადებაში სახოკია აღნიშნავს, მისი ვაჟი ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მრჩეველია.

სახოკია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მას აღარ მაქვს უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ეკავოს. სახოკიას განცხადება 13 ივნისით თარიღდება.

ნათელა სახოკია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. სახოკიას უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება უნდა გამოსცეს. მის ნაცვლად არჩეული მეურვის უფლებამოსილების ვადად 2020 წლამდე განისაზღვრება.

რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, როგორც მან თებერვალში განაცხადა, ძმებ გაჩეჩილაძეებს „მაესტროს“ წილების შესაძენად თანხა ასესხა. რუხაძეს მაშინ თანხის ოდენობას არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ სესხი პროცენტიანია.

გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა.  

გაჩეჩილაძეების თქმით, „სტუდია მაესტოს" წილების შესაძენად ფული ირაკლი რუხაძემ ასესხა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა პროცენტით ასესხა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^