Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-მა" უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა - როგორია დასაშვებობის არგუმენტები

13 ივლისი, 2016 13:34

„რუსთავი 2-მა“ უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა. როგორც სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები ამბობენ, საკასაციო საჩივარი დასაშვებობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი ყარამანიშვილისა და ლევან ყარამანიშვილის საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის. მოცემულ საქმეზე აშკარაა არათუ ერთ-ერთი, არამედ კანონით გათვალისწინებული ამ საქმისთვის რელევანტური უკლებლივ ყველა - ოთხივე საფუძველი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილი:

არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.

აქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი:

საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“, - აცხადებენ ადვოკატები.

„რუსთავი 2-ის“ მხარე მიიჩნევს, რომ სადავო საქმე პირდაპირ შემხებლობაშია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, „ვინაიდან იგი მიმართულია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა“ და მისი დამფუძნებლების წინაამდეგ (მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფორმალურად გამოირიცხა მხარეთა სიიდან) და აღნიშნული დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა“.

„ობიექტური მსჯელობის ფარგლებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო უნდა დაინტერესდეს საკითხით, რატომ ინტერესდება საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური წრეები, საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი მიმდინარე დავით, თუ ის, უბრალოდ, ერთ-ერთი რიგითი, ჩვეულებრივი „ორ კერძო პირს შორის დავაა“. აქსიომურია, რომ დაინტერესება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამომდინარეობს სწორედ იმ ფაქტორით, რომ ეს „ორ კერძო პირს შორის დავა“ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ ეხება, ე.ი იმ სამაუწყებლო კომპანიას, რომელიც სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც უზრუნველყოფს პირთა განუსაზღვრელი წრის, საზოგადოების ინფორმირებას, მათი უფლებების რეალიზაციას და რომლის თავისუფალი, ჩარევისგან დამოუკიდებელი სახით არსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელია. უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი - გადაწყვიტოს ფუნდამენტური უფლების და საზოგადოებრივი სიკეთის - სიტყვისა და თავისუფლების დაცვის საკითხი“, - ნათქვამია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არგუმენტებში.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამის“ (40%) ცნობის შესახებ. 

„რუსთავი 2-მა" სააპელაციო სასამართლოში 3 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის სარჩელი და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ცნო.

„რუსთავი 2" აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვს.

„რუსთავის 2" სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად მოითხოვდა საქალაქო სასამართლოს რამდენიმე განჩინებისა და საოქმო განჩინებების გაუქმებასაც.

განიხილავს თუ არა „რუსთავი 2-ის" საქმეს უზენაესი სასამართლო - იურისტის განმარტება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^