Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: ნარჩემაშვილს კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვს

18 ივლისი, 2016 22:04

საზოგადოების მოსაზრება ბატონ კობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანია, ისევე, როგორც არაერთგვაროვანია ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით. ყველასთვის აბსოლუტურად მოსაწონი ადამიანი ვერ იქნება, ბუნებრივია, ადამიანი შეცდომისგან არასდროსაა დაზღვეული,  - ასე შეაფასა ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად კობა ნარჩემაშვილის დასახელება პარტიის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.

ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი წევრად დაასახელა. „ლიბერალმა" ჯაფარიძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ნარჩემაშვილს პირადად არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ თავის ქალაქში კარგი რეპუტაციით სარგებლობს, როგორც „კარგი იურისტი და კანონშემოქმედი“.

- ქალბატონო სოფო, კობა ნარჩემაშვილის საქმიანობა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მოვალეობას კარგად ართმევდა თავს? საკმარისად ებრძოდა თუ არა კორუფციას (მექრთამეობას)? დაცული იყო თუ არა ადამიანის უფლებები?    

- ბატონ კობასთან დაკავშირებით საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერი პიროვნების შესახებ. ყველასათვის აბსოლუტურად მოსაწონი ადამიანი ვერ იქნება და ბუნებრივია, ადამიანი შეცდომისგან დაზღვეული არასდროს არის. აქ მთავარი და გადამწყვეტი ხალხის ნებაა.

- ხალხის ნება არჩევნებზე გამოჩნდება, თუმცა პარტიის ნებაა, კანდიდატად ნარჩემაშვილის დასახელება. თქვენ, რატომ ფიქრობთ, რომ ნარჩემაშვილი უნდა იყოს „ქართული ოცნების" კანდიდატი?

მას [ნარჩემაშვილს] პირადად არ ვიცნობ, თუმცა მის კარგ თვისებებზე ბევრი მსმენია, რომ ის არის კარგი იურისტი, მას კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვს. ვიცი, რომ საკუთარ ქალაქში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. 

- ნარჩემაშვილის უარყოფითი რეპუტაციის შესახებ გსმენიათ თუ არა? 

რა თქმა უნდა, უარყოფითიც მსმენია მასზე, დღესაც ვაკვირდებოდი მის შესახებ თუნდაც სოციალური ქსელით გავრცელებულ მოსაზრებებს, მაგრამ აბსოლუტრად მოსაწონი ადამიანი ვერ იქნება. ბუნებრივია, გუნდმა გააკეთა აქცენტირება მხოლოდ  იმ კარგ თვისებებზე, რომელიც მას გამოადგება, როგორც მომავალ პარლამენტარს, თუკი ის იქნება არჩეული. აქ გადამწყვეტი და ამოსავალი არის ხალხის ნება, შესაბამისად პატივი ვცეთ მათ სურვილს და ნებას და დაველოდოთ არჩევნების შედეგებს.

დღეს პარტია „ქართულმა ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა კობა ნარჩემაშვილი ქუთაისის 49-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

კობა ნარჩემაშვილი 2001 - 2003 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მას თანამდებობის დატოვება „ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოუწია. მინისტრად დანიშვნამდე ნარჩემაშვილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის მოადგილე იყო.

8 ქალი, 7 მამაკაცი - „ქართულმა ოცნებამ" ახალი წევრები დაასახელა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^