Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლეკვის წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 ივლისი, 2016 12:26

ლეკვის წამებაში სავარაუდო მონაწილე არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ქვემო ქართლის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, უცნობია, არის თუ არა არასრულწლოვნების დაკითხვის პროცესში ჩართული შესაბამისი სოციალური სამსახური.

16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაწამები ლეკვის ფოტო.
„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის" ინფორმაციით, „ვეტერინარების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ლეკვი მოკვდა”.

ფსიქოლოგი ლეკვის წამების ფაქტზე - დავფიქრდეთ ამ ბავშვების მდგომარეობასა და მომავალზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^