Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნათია კაციტაძე სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დაინიშნა

21 ივლისი, 2016 16:35

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებებით, სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობაზე სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი  ეკატერინე სხილაძე დაინიშნა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სახალხო დამცველის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეკატერინე სხილაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2008 წელს გაიარა საუნივერსიტეტო კურსი სოციალური მუშაკებისათვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესებში. 2007-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში - „ქალთა საინფორმაციო ცენტრი.“ მისი საქმიანობა მოიცავდა პროექტების მენეჯმენტს, რესურსცენტრის ადმინისტრირებას, ასევე, კვლევით საქმიანობასა და ქალთა საჭიროებების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირებას.

2009 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.

2012-2013 წლებში პრაქტიკას გადიოდა პოლონეთში, აქტიურ ქალთა ასოციაციაში. პრაქტიკის ფარგლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ატარებდა ტრენინგებს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 

2013–2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

2014 წლიდან ჩართულია ადამინის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისაკენ მიმართული საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობაში. კერძოდ, არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წევრი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრი.

„105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ თანამდებობა დატოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^