Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი უნდა ავწიოთ

12 აგვისტო, 2016 12:50

“ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნდა გაგრძელდეს ბარიერის ზრდა. კიდევ უფრო უნდა აიწიოს ბარიერი. სამი წლის წინ 21 ქულა იყო გადასალახი. ახლა გვაქვს 24 ქულა. ის კიდევ უნდა ავწიოთ, რომ შემთხვევით ჩარიცხვის ალბათობა შევამციროთ.  ხალხმა ინერვიულა, ეროვნულ გამოცდებში 16% რომ ჩაიჭრა. გერმანიაში 50% იჭრება. უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი თამასაა. ისინი ამბობენ,რომ ყველა უმაღლესში არ უნდა წავიდეს, უმაღლესში უნდა წავიდეს ყველაზე “ნავაროჩენი”, ყველაზე მცდონე ხალხი.” - ამის შესახებ განათლების მინისტრმა “ლიბერალთან” ინტერვიუში განაცხადა.

“უმაღლესში მთავარი პრობლემა დაწეული პლანკაა. ძალიან ბევრს 
ვუშვებთ უმაღლესში, როცა უმაღლესი იმის უმაღლესია, რომ იქ ძალიან ნარჩევი ხალხი უნდა იყოს. დაფინანსების სისტემაც არასწორია. შენ დასაქმებულს უშვებ თუ დაუსაქმებელს,კარგი კურსდამთავრებულები გყავს თუ ცუდი, დაფინანსება ამაზე არ უნდა იყოს მიბმული, მე  2250 ლარს ვაძლევ სუპერ სტუდენტსაც, რომელიც სუპერ ისწავლის სუპერ უნივერსიტეტში და იმასაც, ვინც ჯარში არ წავიდა და რომელიღაც უნივერსიტეტში რომელიღაც ფაკულტეტზე შედის. “- ამბობს მინისტრი. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით ეროვნული გამოცდების სისტემა არ შეიცვლება. 
“ამ სისტემის შეცვლას შემზადება სჭირდება. ეს სისტემა ინერციით აგრძელებს მუშაობას. მოგვიწევს საჯარო განხილვა, შეჩვევა, პილოტირება და მერე გადასვლა. ” - ამბობს მინისტრი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^