სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ძირს პოლიციური რეჟიმი" - სკანდირებდნენ მოქალაქეები, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სამტრედიაში მოქალაქეები აქციას „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" მართავენ.
„ნუ მკლავ, მეც ადამიანი ვარ", „დღეს გაჩუმება ხვალ სიკვდილს ნიშნავს" - ამ მოწოდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები დემურ სტურუას საქმეში დამნაშავეთა დასჯას და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. სამტრედიაში გამგზავრებამდე აქცია მათ თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან გამართეს.
„დემურ სტურუასათვის" - რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ სამტრედიაში აქცია იმართება
ფოტო: თორნიკე შევარდნაძე
ფოტო: ოთო კობახიძე