Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თალაკვაძე ნარკოლიბერალიზაციაზე: რას შეეხება ეს და რა ფორმით, უახლოეს მომავალში ვნახავთ

09 სექტემბერი, 2016 0:55

„ლიბერალიზაცია გულისხმობს, რომ სანქციები შერბილდეს ან გაუქმდეს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა სანქციებს შეეხება ეს და რა ფორმით, ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში“, - ასე განმარტავს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების ლიბერალიზაციაზე „ქართული ოცნების" დაპირებას პარტიის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე.

8 სექტემბერს „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია, რომ „მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით".

„პროგრამაში მოცემულია კონკრეტული აღწერა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ რეფორმას და შევძლებთ, რომ საქართველოში 4-სვეტიანი ევროპული ნარკოპოლიტიკა განვახორციელოთ“, - აღნიშნა თალაკვაძე.

რაც შეეხება „ლიბერალის“ კითხვას, თუ რას გეგმავს „ქართული ოცნება“ ე.წ. მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი პროგრამაში არაა, თალაკვაძე აღნიშნავს:

„ჩვენ ვაპირებთ, რომ პროფესიულ წრეებთან, მათ შორის ევროპელ ექსპერტებთან გავიაროთ კონსულტაციები, გავიაროთ თითოეული რისკი და თითოეული საჯარო სიკეთე, რომელიც ამ რეფორმას ახლავს და შემდეგ  მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუმცა პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, არსებობს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნების" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.

„პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას", - წერია პროგრამაში.

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^