როგორც „ლიბერალს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესასმსახურში განუცხადეს, მოცემული მომენტისთვის საარჩევნო ბარიერს, მხოლოდ ორი პარტია, „ქართული ოცნება" 48,6% და „ნაციონალური მოძრაობა" (27,14%) ლახავს.
გაუგებრობა შექმნა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა დიაგრამამ, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსს" 5% უწერია.
თუმცა თუ დათვლილი ხმების საერთო რაოდენობას დავაჯამებთ და „ალიანსის" მიერ მიღებული ხმების პროცენტს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ ირმა ინაშვილის პარტიის მონაცემი ზუსტად 4,9933776712659%-ია, რაც ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის.
თუ ყველა პარტიის მიერ მიღებულ მონაცემს დაითვლით, მიიღებთ 1 762 975 ხმას, აქედან „პატრიოტთა ალიანსს" 88 032 ხმა აქვს მიღებული, რაც მეასედებამდე დამრგვალების შემთხვევაში 4,99%-ია.
„ალიანსის" მიერ მიერ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, ისინი ჯერჯერობით ბარიერს ვერ ლახავენ - დაგვიზუსტეს ცესკოში - თუმცა მონაცემები ყოველწუთიერად იცვლება".