Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმსხვილესი ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში

14 ოქტომბერი, 2016 13:23

ქართული ოცნებისსაპარლამენტო სიის 36 ნომერი თეიმურაზ კოხრეიძეა. ის სიის იმ წევრთა შორისა, ვისაც ცესკო ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი გარანტირებული აქვს.

თეიმურაზ  კოხრეიძე 2012 წლიდან დღემდე უმსხვილესი ნავთობკომპანია „პეტროკას ენერჯი ჯგუფისვიცე-პრეზიდენტია. პეტროკას ენერჯი ჯგუფის” 49%-იანი წილი 2015 წლის იანვარში რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმაშეისყიდა. როსნეფტის” 69.50%- რუსული კომპანია „როსნეფტგაზიფლობს, რომლის 100%-ის მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა.

როგორ მოხვდა ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში უმსხვილესი ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი? ვისგან მიიღო მან შეთავაზება საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად? რატომ გადაწყვიტა პარლამენტარის მანდატის მიღება? - ამ და სხვა შეკითხვებზე „ლიბერალითემურ კოხრეიძისგან პასუხების მიღებას შეეცადა.

„როსნეფტსრუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული საომარი ოპერაციების შემდეგ ამერიკამ და დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით 2009 წლიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც საქმიანობს.

„როსნეფტის” 69.50%- რუსული კომპანია „როსნეფტგაზიფლობს, რომლის 100%-ის მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა.

„როსნეფტსადა „პეტროკას ენერჯი ჯგუფსშორის გაფორმებულ ხელშეკრულებას 2014 წელს საქართველოში საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

საქართველოს მოქალაქეებმა მთავრობას პეტიციით მიმართეს. ისინი ხელისუფლებისგან საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულებასა და კომპანიაროსნეფტის წინააღდეგ კანონით გათვალისწინებული სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ.  

თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორ ბიზნესსუბიექტს ხელშეკრულების გაფორმებაში ხელს ვერ შეუშლიდნენ. ამის მიზეზი ტრანზაქციის ოფშორულ ზონაში განხორციელება იყო.

„ეს ტრანზაქცია ოფშორულ ანგარიშებზე განხორციელდა. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. მოდის ბრალდებები ჩვენი მისამართით, რომ რუსულ კომპანიებზე რაღაცას ვყიდით. ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსულ სახელმწიფო სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას. ამიტომ ჩვენი მისამართით ეს ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წელს.

„პეტროკასი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა და ევროპიდან საწვავის ექსპორტს ახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციითპეტროკასიფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალთან ერთად ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელია.

თეიმურაზ კოხრეიძე სწორედ უცხოეთში რეგისტრირებულიპეტროკას ენერჯი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტია. საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიისპეტროკას ენერჯი ჯორჯიასვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, დირექტორი კი არჩილ ხელაშვილია. ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას თავად თეიმურაზ კოხრეიძემ დაგვიდასტურა.

ამ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ „ლიბერალმამომავალ პარლამენტართან დაკავშირება ისევ სცადა, ახლა უკვე სხვა შეკითხვებით. კოხრეიძემ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოუცლელობის გამოვერ გვიპასუხა და შეკითხვების პირად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა გვთხოვა. თან შეგვპირდა, რომ პასუხს დღის ბოლომდე გაგვცემდა. „ლიბერალმათეიმურაზ კოხრეიძეს კითხვები გადაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია, რაც თეიმურაზ კოხრეიძემ ისევ დროის უქონლობით ახსნა და ტექსტური შეტყობინებით გვაცნობა, რომ მოუცლელობის გამო ვრცელი პასუხის მოწერას ვერ ახერხებდა. „ლიბერალმამომავალი დეპუტატისგან პასუხი ვერც იმის შემდეგ მიიღო, რაც მას შეხვედრა ან სატელეფონო კომენტარი შესთავაზა.

შესაბამისად, მომავალმა დეპუტატმა უპასუხოდ დატოვა შემდეგი შეკითხვები: ვისგან მიიღო თეიმურაზ კოხრეიძემ შეთავაზება, ჩართულიყო საპარლამენტო ცხოვრებაში? პირადად მან რატომ მოისურვა საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა? და რას ფიქრობს საქართველოს მოქალაქეთა 2014 წლის მოთხოვნაზე, რომლებიც ხელისუფლებისგანროსნეფტსადაპეტროკასსშორის ხელშეკრულების ჩაშლას ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომროსნეფტისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევდა?

„ლიბერალმათეიმურაზ კოხრეიძის საპარლამენტო სიაში შეყვანის თემაზე ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მდივანი ორი დღეა  ჩვენს ზარს არ პასუხბს.

თეიმურაზ კოხრეიძის ბიოგრაფია

თეიმურაზ კოხრეიძე  1986 წლიდან 90 წლის ჩათვლით მუშაობდა ექიმად სხვადასხვა საავადმყოფოში (ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და ..); 1990 წლიდან 1993 წლის ჩათვლით - ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1993-დან 1995 წლებში - მინისტრთა კაბინეტში; 1995 წლიდან 2004 წლის ჩათვლით - საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლიდან 2006 წლის ჩათვლით  ნავთობის ეროვნული კომპანიასაქნავთობისაპარატის უფროსი იყო. 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით იკავებდა შპსფიუჩერპროდაქტსკომპანისდირექტორის თანამდებობას.

უცნობი სახეები „ქართული ოცნების" სიაში - გაიცანით მომავალი დეპუტატები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^