Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაზა ვაშაყმაძე: ის, რომ მუსლიმები დისკრიმინაციას განიცდიან, ტყუილი და არასწორია

17 ოქტომბერი, 2016 16:52

„იმის თქმა, რომ მუსლიმი თემი არის დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, ტყუილი და არასწორია" - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეს დასკვნა ვაშაყმაძემ სახელმწიფოს მიერ მუსლიმებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ საკულტო ნაგებობებსა და რესტიტუციის პოლიტიკის ფარგლებში გადაცემულ თანხაზე საუბრის შემდეგ გააკეთა.

„2014 წელს საბჭოთა პერიოდში მიღებული ზიანის ანაზღაურებისთვის მუსლიმმა თემმა მიიღო 1 100 000 ლარი, 2015 წელს - 2 200 000. ამ დროისთვის მათთვის გადარიცხულია 2 200 000 ლარი, წლის ბოლომდე მიიღებენ 550 ათას ლარს" - თქვა ვაშაყმაძემ. 

მისი თქმით, სააგენტოს შექმნიდან დღემდე მუსლიმ თემს 130 მეჩეთი გადაეცა, ჯამში კი 300 ნაგებობა გადაეცემათ „გამოსაყენებლად, რელიგიური რიტუალებისთვის".

მან სამუფთო რეზიდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრემიერმა ბათუმში მუსლიმ თემს გადასცა 4-სართულიანი რეზიდენცია, სადაც განთავსდა სამუფთო და მუსლიმი თემის დასავლეთ საქართველოს რეზიდენცია". 

აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის ნაწილი სამუფთო სამმართველოს უნდობლობას უცხადებს და მას მიიჩნევს ხელისუფლებასთან აფილირებულ ჯგუფად, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესებს რეალურად არ იცავს. 

„შარშანვე  სახელმწიფომ ბათუმში 4-სართულიანი შენობა გადასცა მედრესეს და უახლოეს მომავალში, როდესაც შეჯერდება ყველა ის შესაძლო პროგრამა, რაც უნდა დაინერგოს, განათლების სამინისტროს მიერ მოხდება პროგრამების ლიცენზირება, ამოქმედდება პირველი ქართული მუსლიმური სასწავლებელი. ეს არის მათთვის, რათა აქ მომზადდეს კადრები  და არ მოხდეს მათი გადინება უცხოეთში სასწავლებლად" - თქვა ვაშაყმაძემ. 

მისი თქმით, ყოველივე ამის საფუძველზე არასწორი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემის დისკრიმინაცია ხდება.

„ყოველივე ამის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, სახალხო დამცველი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემი არის დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ან არის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა და ა.შ. არის ტყუილი და არასწორი" - თქვა ვაშაყმაძემ. 

რამდენიმე დღის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში პოლიციამ სადავო ნაგებობად წოდებული შენობის კარი აჭედა მას შემდეგ, რაც მას მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ლოცვა აღავლინეს. ნაგებობაში მუსლიმი მოსახლეობის ლოცვის წინააღმდეგ ადგილობრივი ქრისტიანი სამღვდელოება გამოვიდა. 

ორ თემს შორის დაპირისპირება 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები სადავო ნაგებობის წარმომავლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მუსლიმები ამბობდნენ, რომ ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი იყო, ქრისტიანების თქმით კი - იგი ეკლესიის ქვებით აშენდა, ამდენად მისი მეჩეთად რეკონსტრუქცია მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქრისტიანები თანხმობას გამოთქვამდნენ, ნაგებობა სოფლის კლუბი ან ბიბლიოთეკა გამხდარიყო.

მუსლიმებმა მშენებლობისთვის ხელის შეშლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. იმ პერიოდში მოსახლეობა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობდა, თუმცა სამართალდამცველები პასუხისგებაში არ მიუციათ. 

აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია, მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთისთვის მიწის გამოყოფას ითხოვს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მათ ნაკვეთი დამოუკიდებლად შეიძინეს. სწორედ ამ დროს შესთავაზა მათ სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი ქალაქის პერიფერიაში, რომელიც, მუსლიმების თქმით მათ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

პოლიციამ მოხეში სადავო ნაგებობის კარი ჩახერგა - შსს: კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^