Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრეფიკინგის ფონდი - შშმ პირთა პანსიონები ღიაა ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის

18 ოქტომბერი, 2016 18:40

„ადამიანის ვაჭრობის სახელმწიფო ფონდი" PHR-ის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ 12 ოქტომბერს, დუშეთში არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონის დირექტორმა დაწესებულებაში არ შეუშვა. PHR-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში მრავალი წელია, ადამიანის უფლებები ირღვევა, მათ შორის არასათანადო და არაჰუმანური მოპყრობის, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის შემთხვევებია დაფიქსირებული.

ფონდის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ისინი ერთეული უფლებადარღვევის შემთხვევებზე მყისიერად რეაგირებენ, თუმცა მათი აზრით, უფლებების მასიურ დარღვევებზე საუბარი ამჟამად საფუძველს მოკლებულია.

„PHR-ის წერილში წერია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ბენეფიციართა მხრიდან უფლებარადღვევის ფაქტების შესახებ შეტყობინებები, რადგან ფონდს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციარები ხშირად დასჯისა და დაშინების მიზნით გადაჰყავთ. 

გვსურს, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ მსგავსი ბრალდებები სინამდვილეს არ შეესაბამება, ბენეფიციართა მკურნალობა, მათ შორის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსება ხდება კანონის სრული დაცვით, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ფონდი აცნობიერებს ბენეფიციართა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობას და ყველა ღონეს ხმარობს მათ დასაცავად.

უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირთა პანსიონატები ღიაა ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის, მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  არაერთხელ ყოფილა ჩვენს დაწესებულებებში და მათთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი, ეროვნული პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ახორციელებს ჩვენი ინსტიტუციების მონიტორინგს. 

12 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ ფონდი შეისწავლის აღნიშნული სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს, რათა მომავალშიც არც ერთ უფლებამოსილ პირს არ შეექმნას შესაბამის დაწესებულებებში ბენეფიციარებთან შეხვედრის  დაბრკოლება.

სახელმწიფო ფონდი ყოველთვის იყო და რჩება ღია საჯარო დაწესებულებად, შესაბამისად მის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიული ერთეულებიც", - წერია „ადამიანის ვაჭრობის სახელმწიფო ფონდის" განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^