Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთის საელჩოსთან არასამთავრობოებმა ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს

22 ოქტომბერი, 2016 14:15

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ თურქეთის საელჩოსთან აქცია გამართა. აქცია რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა. 

აქციის მონაწილეთე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიყენოს ყველანარი მექანიზმი რათა შეაჩეროს "თურქეთის განზრახვები". 

”ერდოღანის განცხადება ისეთივე აგრესიულია, როგორიც რუსი მაღალჩინოსნებისა. ეს  რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებულიყო, მას აუცილებლად მოყვებოდა რეაქციები. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ  შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი,მოიმოქმედა, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება „სირაქლემის პოზაში“ გააგრძელებს ყოფნას, აქციებს გავაგრძელებთ და  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადავინაცვლებთ”, -განაცხადა ”უფლებამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორი დღის წინ თურქეთის ქალაქ რიზეში თავისი სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო წელი გახსნა. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სირიასა და ერაყში განვითარებულ მოვლენებსა და თურქეთის მეგობარ ქვეყნებზე ისაუბრა.  ერდოღანმა გამოსვლისას ახსენა ე.წ. ეროვნული აღქმის (Misak-ı Millî) საზღვრები და ამ საზღვრებში შემავალ ტერიტორიებზე საუბრისას ახსენა ბათუმი. მას სიტყვით გამოსვლისას ბათუმთან მიმართებით რეფერენდუმის შესახებ არაფერი უთქვამს. მის ამ განცხადებას როგორც უცხოურ, ისე ქართულ მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა.

ქართულ ონლაინგამოცემაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბათუმს თურქეთის ეროვნულ ინტერესებში შემავალი ადგილი უწოდა და ბათუმთან კონტექსტში სიტყვა რეფერენდუმი ახსენა. 

შეგახსენებთ, რომ  თურქეთის პრეზიდენტმა ბათუმი და საქართველო ისტორიული წარსულის კონტექსტში ახსენა და როგორც მეგობარ ქვეყანაზე ისე ისაუბრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^