Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თაბორის მთაზე 11 669 აღწერილი ხიდან 3 500 ხეა ჯანსაღი" - თანაინვესტირების ფონდი

01 ნოემბერი, 2016 16:52

თბილისის საკრებულოში ბოტანიკურ ბაღთან, თაბორის მთაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ მსჯელობენ. 

თანაინვესტირების ფონდის პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის არქიტექტურის სამსახურს განსახილველად, საკრებულოს კი დასამტკიცებლად უკვე წარედგინა. ტერიტორიაზე, სადაც გოლფის მოედნებისა და სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, ასობით ხეა დანომრილი.

თანაინვესტირების ფონდის მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, ცოტნე ებრალიძემ „ლიბერალს” განუცხადა, რომ უშუალოდ ნაგებობების მშენებლობა მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მხოლოდ 2 %-ზე იგეგმება, ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კი სარეკრეაციო ფუნქციას შეინარჩუნებს. 

„ლიბერალის” შეკითხვაზე, იქნება თუ არა კერძო საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო სივრცე მოქალაქეებისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი, ებრალიძე პასუხობს, რომ მათ ამ ტერიტორიით უპრობლემოდ შეეძლებათ სარგებლობა. 

„ის, რა თქმა უნდა, დარჩება სარეკრეაციო ზონად და ყველას შეეძლება შესვლა,” - ამბობს ებრალიძე. 

რაც შეეხება იმას, რომ ე.წ. სპეციალური ზონალური შეთანხმება გაფორმებულია ამ ტერიტორიის არა მხოლოდ ორ პროცენტზე, არამედ გაყიდულ 40-მდე ჰექტარზე, ებრალიძის განმარტებით, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ იქაც მსგავსი ნაგებობები აშენდება, მაგრამ ამბობს, რომ ის ტერიტორია აუთვისებელი არ დარჩება. 

სარეკრეაციო ზონაში არსებულ ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის მშენებლობა მხოლოდ სპეციალური ზონალური შეთანხმებით, ანუ გამონაკლისის სახითაა დასაშვები. თუმცა ეს შეთანხმება მერიამ სრულ ტერიტორიაზე გასცა. 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ), რომელიც ზღუდავს, განსაზღვრავს წესებს, რა როგორ უნდა განვითარდეს ამ ტერიტორიაზე. ამ გრგ-ის მიხედვით, მშენებლობა იქ მოხდება მხოლოდ ტერიტორიის 2%-ზე. დანარჩენ ტერიტორიას კი აუთვისებელს ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ ის არის ძალიან დიდი ტერიტორია და გვექნება მწვანე, სარეკრეაციო ზონა, სპორტული მოედნებით, ბილიკებით, გოლფის მოედნით და ასე შემდეგ”, - აცხადებს ფონდის წარმომადგენელი. 

როგორი იქნება სასტუმრო და გოლფის მოედნები თაბორის მთაზე 

იგეგმება თუ არა თაბორის მთაზე ხეების მოჭრა 

ცოტნე ებრალიძის თქმითვე, მათ უკლებლივ ყველა ხე მონიშნეს, დანომრეს, რომელიც მათ ტერიტორიაზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მოიჭრება. 

„პროექტის დაწყებამდე ვაწარმოეთ კვლევა, კვლევის შედეგად დაინომრა ყველა ხე, რომ აღრიცხულიყო, სათითაოდ გვცოდნოდა, რა მდგომარეობაშია იქ არსებული ნარგავები. ის, თუ კონკრეტულად რომელი ხე დაექვემდებარება მოჭრას და რომელი - არა, განისაზღვრება პროექტის შემდეგ ეტაპებზე. საწყისმა კვლევამ გვაჩვენა, რომ იქ არსებული 11 669 ხიდან დაახლოებით 3 500 ხეა მხოლოდ ჯანსაღი. დანარჩენებიდან ნაწილი დაავადებულია, ნაწილი - ხმელი, ზეხმელი, ამორტიზებული. უფრო კარგად რომ შევისწავლოთ, თუ რა ქმედებებია საჭირო კონკრეტულ ხესთან მიმართებით, დამატებითი კვლევებია საწარმოებელი, რომელსაც ჩავატარებთ უახლოეს მომავალში და მერე უკვე გვეცოდინება კონკრეტული გეგმა. რაღაც ხეები, ბუნებრივია, იქნება ტერიტორიიდან გასატანი, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფ ხეებსაც. იქნება რაღაც ხეები, რომლებიც უნდა გადაირგას, თუმცა საბოლოო ჯამში რასაც გავიტანთ ტერიტორიიდან, მინიმუმ ორი იმდენს ახალს დავრგავთ, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესიცაა, იქ იყოს მწვანე ზონა, სარეკრეაციო ზონა.” - ამბობს თანინვესტირების ფონდის წარმომადგენელი. 

როგორც ცოტნე ებრალიძე ამბობს, პირველ ეტაპზე განაშენიანების რეგულირების გეგმა სწორედ სასტუმროსა და გოლფ კლუბის შენობებს მოიცავს. საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ისინი უახლოესი 1 თვის განმავლობაში მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართავენ. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიასა და გოლფის მოედნებს, ებრალიძე ამბობს, რომ ამას დამატებითი კვლევა სჭირდება და შესაძლოა ამ წლის მიწურულს ან მომავალი წლის დასაწყისში იყვნენ ამისთვის მზად. თუმცა გოლფის მოედნებს იმგვარად დააპროექტებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები  ჯანსაღი ხე მოიჭრას. 

“გოლფის მოედნები ჯერ დაზუსტების ეტაპზეა, სულ იქნება 9 გოლფის მოედანი, 

ტერიტორიის შესწავლის მერე ეს გოლფის მოედნები გარემოს მოერგება მასიმალურად. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თუ იქ ჯანსაღი ხეები იქნება, კი არ მოვჭრათ, არამედ გადავრგათ. ჩვენსავე ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ხეები 100%-ით შევინარჩუნოთ, სახელმწიფომ რომც არ დაგვავალდებულოს. გზის ზოლის გარშემოც მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ნარგავების ინტენსივობა, რომ ხმაურსა და გამონაბოლქვს მოწყვეტილი იყოს ეს ტერიტორია.” - ამბობს ებრალიძე. 

ჩვენს შეკითხვაზე კი, თუ რატომაა ხეები გამოხშირვით დანომრილი, ებრალიძე პასუხობს, რომ მათ კუთვნილ ტერიტორიაზე ყველა ხეა დანომრილი და არა შერჩევით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^