შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამა გიორგი მეგრელიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, 0.008 გრამი ბუპრენორფინი აღმოუჩინეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს.
მასთან ერთად დაკავებულ პირს, ოთარ სანოძეს კი 0.29575 გრამი ბუპრენორფინი და 0.0254 გრამი ჰეროინი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგის 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ლიბერალს" პატრიარქის პრესმდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა უთხრა, საპატრიარქომ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.