
მამა გიორგი მეგრელიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წაუყენეს.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სასამართლომ მამა გიორგის 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ლიბერალს" პატრიარქის პრესმდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა უთხრა, მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს.