Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო მღვდლისთვის გირაოს შეფარდებაზე: გავითვალისწინეთ, რომ ნასამართლევი არ იყო

07 ნოემბერი, 2016 19:16

თბილისის საქალაქო სასამართლო მამა გიორგი მეგრელიშვილისთვის (რომელიც რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს) აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინა სასამართლო სხდომის კოლეგიამ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ ოთარ ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა, ხოლო გიორგი მ.-ს გირაო 4000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 45 დღე. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მ.-ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა, ხოლო ბრალდებულ ოთარ ს.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და გადაზიდვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, მასვე ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა. 

სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ოთარ ს. არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის, ამასთან, მას ბრალად ედება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ბრალდებულის კონტაქტები ქვეყნის გარეთ და შესაბამისად მიიჩნია, რომ არსებობს მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ბრალდებული არაა წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამა გიორგი მეგრელიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, 0.008 გრამი ბუპრენორფინი აღმოუჩინეს.  ამის შესახებ „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს.

მასთან ერთად დაკავებულ პირს, ოთარ სანოძეს კი 0.29575 გრამი ბუპრენორფინი და 0.0254 გრამი ჰეროინი.

როგორც „ლიბერალს" პატრიარქის პრესმდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა უთხრა, საპატრიარქომ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

მამა გიორგი მეგრელიშვილი 0.008 გრამი ბუპრენორფინის ფლობის გამო დააკავეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მღვდელს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^