Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: საჭიროა გოგონათა რიტუალური დასახიჩრების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიება

15 ნოემბერი, 2016 16:48

საქართველოს პრეზიდენტი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანონ კახეთში გოგონათა გენეტალიების სავარაუდო დასახიჩრების ფაქტების გამოძიება.

გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ ყველა ეთნოსის ტრადიცია პატივსაცემია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.

„საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად.  პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან" - თქვა ეკა მიშველაძემ. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების პრაქტიკასთან დაკავშირებით შსს-მ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო - ამის შესახებ „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^