თსუ-ის მეექვსე პროცესში დღეს სასწავლო პროცესი ჩაშლილია. როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია ამბობს, თუ სტუდენტები არ დატოვებენ კორპუსს ამით სხვა სტუდენტები არ დაზარალდებიან. რადგან ალტერნატიული კორპუსებიც არის . თუმცა იმედოვნებს რომ ორშაბათს სასწავლო პროცესი აღდგება.
მისი თქმით, მოთხოვნები რაც განათლების სისტემის რეფორმის საჭიროებას ეხება როგორც ადმინისტრაცია ისე თვითმმართველობაც იზიარებს.
დღეს თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებია.
გუშინ "აუდიტორია 115-ის" წევრებმა თსუ-ის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. სტუდენტების განცხადებით, პიკეტირების მიზანია პარლამენტის მიერ მათი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა. მათ მეექვსე კორპუსის კარი შიგნიდან აჭედეს.