„როდესაც მე დავინიშნე მინისტრად არც მე მქონდა ID ბარათი, რადგან მეც მქონდა იგივე კითხვები რაც თქვენ", - უთხრა თეა წულუკიანმა ირმა ინაშვილს საპარლამენტო მოსმენისას.
„რადგან როდესაც ბატონო ვაშაძე აკეთებდა კონტრრეკლამას, - რომ აიღეთ ID ბარათი, ის უფრო მეტია ვიდრე ID ბარათი და ა.შ., რაკიღა ის ხელისუფოლება იყო ის ხელისუფლება, - მეც მეგონა, რომ ამაში იმალებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი, მაგრამ რაც მე დავინიშნე მინისტრად და ჩავიხედე ბაზებში, შევამოწმე, არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე, და 2012 წლის ნოემბერში ავიღე ID ბარათი". - განმარტავს წულუკიანი.
„ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, მე დავიჯერე რომ ამ ბარათში არავითარი საფრთხე არ იმალება. მეც იმავე რელიგიას ვიზიარებ, რომელსაც თქვენ".
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, მისი მინისტრობის დასაწყისში ბარათი სულ 400 000 მოქალაქეს ჰქონდა, დღეს კი მათი რაოდენობა 2 300 000-ია
„არჩევნებში ყოველთვის არის ხარვეზები, ჩვენი მიზანია, ყოველი მომდევნო წინაზე უკეთესად ჩავატაროთ. და თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, ის, რომ დღეს თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით და ეს ჩვენ გვიხარია, ID ბარათის დამსახურებაცაა, რადგან ბარათი არ იძლევა გაყალბების, კარუსელების საშუალებას". - უთხრა წულუკიანმა ინაშვილს საუბრის დასასრულს.