Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრალდებული: დღეს ხალხს ნარკოტიკებს მასობრივად უდებენ, მაგრამ ისინი ხმას ვერ იღებენ, ეშინიათ

29 ნოემბერი, 2016 14:03

„ეს მხოლოდ მე არ შემემთხვა. დღეს მასობრივად იჭერენ ხალხს, უდებენ ნარკოტიკებს. ყველამ იცის, რომ ასე ხდება. მაგრამ ხალხი ხმას ვერ იღებს, ეშინიათ. ეშინიათ, რადგან, ხმა რომ ამოიღონ, უარესს გაუკეთებენ. მეც მეშინია, რომ მსგავსი ჯალათები სადმე დამხვდებიან და კიდევ რაღაც სასწაულს მიზამენ. მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვეს“, - ამის შესახებ „ლიბერალთან“ საუბრისას გიორგი ადეიშვილი აცხადებს. ის ისანი-სამგორის მე-2 განყოფილების პოლიციელებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში ადანაშაულებს.  

„კონსტიტუციის 42-ე" მუხლის ადვოკატ როლანდ ასაკაშვილის განცხადებით, მათ ამ საკითხის გამოსაძიებლად გენინსპექციას 17 ნოემბერს მიმართეს, თუმცა, მათივე თქმით, გიორგი ადეიშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმესთან დაკავშირებით გენინსპექციას საქმის შესწავლა ამ დრომდე არ დაუწყია. 

„14 ნოემბერს გიორგი ადეიშვილი იმყოფებოდა დიდ დიღომში, როდესაც გააჩერა ავტომანქანა და მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად გადმავიდა. მასთან ამ დროს მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 5 პირი. მათ მას სახელით მიმართეს. უთხრეს, რომ იგი ინახავდა მარიხუანას, და ამიტომ ვიზუალური დათვალიერება ჩაუტარეს. შემდეგ ის პოლიციის სამ თანამშრომელთან ერთად მისსავე ავტომანქანაში ჩასვეს, დანარჩენი ორი 2 თანამშრომელი კი თავიანთ მანქანაში ჩაჯდა.

მიიყვანეს თბილისის ზღვაზე მდებარე სასაფლაოსთან, სადაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, გაჩხრიკეს მანქანაც. რადგან ვერაფერი უპოვეს, გადაიყვანეს ისანი-სამგორის პოლიციის მე-2 განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის თ.ო., მას ეუბნებოდნენ, რომ კონკრეტულ პირთან უნდა ასულიყო, მოეწიათ ბიო. ჰპირდებოდნენ, ამის შემდეგ შენ შეგეშვებითო“, - აცხადებს ასაკაშვილი.

როგორც ადვოკატი ამბობს, ვინაიდან ადეიშვილმა ამაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ ის არჩევნის წინაშე დააყენეს. უთხრეს, თუ ბიოს ამა და ამ პირთან სახლში აიტანდა, პრობლემა არ ექნებოდა და გაუშვებდნენ. თუ არადა, აქედან ერთ-ერთი მას უნდა აეღო.

„პიროვნებამ, რომელიც პოლიციის უფროსად გამეცნო, იყო თ. ო. მისმა მოადგილემ პოლიციაში მითხრა, რომ ორი არჩევანი მქონდა - მომიტანა ორი გადახვეული ნივთიერება და მითხრა, რომ ერთი იყო ბიო მოსაწევი, მეორე პლანი. თუ ვაღიარებდი, რომ ისინი ჩემი იყო, პლანის ქონის გამო დამიჭერდნენ. დამეხმარებოდნენ, რომ სასამართლოს მანქანის ტარების უფლება არ ჩამოერთვათ, რადგან ოჯახს მანქანით ვინახავ. თუ არადა, ჩამიდებდნენ ბიოს და ციხეში ჩამსვამდნენ...  მივხდი, რომ განწირული ვიყავი, რადგან მანამდე მარიხუანის მოხმარებისთვის ვიყავი დაჯარიმებული და არავინ გაითვალისწინებდა ჩემს სიმართლეს. პლანის ჩადებაზე დავეთანხმე“, - აცხადებს გიორგი ადეიშვილი.  

როგორც როლანდ ასაკაშვილი ამბობს, ამ დრომდე გენინსპექციიდან მათ არავინ გამოხმაურებია და განცხადებასთან დაკავშირებით გიორგი ადეიშვილი არც კი გამოკითხულა.

გიორგი ადეიშვილს ბრალი 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება/წარმოება/შეძენა/შენახვა/გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებით შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა. 

მისი თქმით, ჩანაწერებით დადასტურდება ჩხრეკის ოქმში შეტანილი მონაცემების მცდარობა. ასევე დაფიქსირდებოდა როგორც პოლიციის ავტომანქანის ნომერი, ასევე გიორგი ადეიშვილის ავტომანქანის ნომერიც. „ანუ გაირკვევა, რომ ადეიშვილი ფეხით კი არ გადაადგილდებოდა, როგორც ეს ოქმში წერია, არამედ ავტომანქანით. ასევე, პოლიციის განყოფილების ავტოსადგომზე ვიდეო-კამერის ჩანაწერში ეს პოლიციელებიც დაფიქსირდებოდნენდა ა.შ.“, - აცხადებს ასაკაშვილი.

გენერალური ინსპექციის მიერ წინასწარი გამოძიებს დაწყების საკითხთან დაკავშირებით „ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშულ საკითხს არკვევენ და მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

ადვოკატი: გიორგი ადეიშვილს პოლიციის უფროსმა მეგობრისთვის ბიოს ჩადება მოსთხოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^