საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობას მიიღებს. მან პირველი არხის სამეურვეო საბჭოს განაცხადი უკვე წარუდგინა.
ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 28 ნოემბერს გამოცხადდა, გენერალური დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს დასრულდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას გეგმავს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.