
„ჩემი პირადი, ანა დოლიძის მოსაზრებით, კარგის გარდა არაფერი მეთქმის მანანა კობახიძეზე", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია, ანდობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობას მანანა კობახიძეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, მანანა კობახიძეს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.
მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ ფრაქციებს.