Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპისადმი სოლიდარობის გამოსახატად „ქართული იდეა" თბილისში აქციას აანონსებს

25 იანვარი, 2017 14:51

დონალდ ტრამპისადმი სოლიდარობის გამოსახატად „ქართული იდეა" შაბათს თბილისში მსვლელობას გამართავს. 

Facebook-ზე გავრცელებულ ივენთში ნათქვამია, რომ 21 იანვარს მსოფლიოში, მათ შორის თბილისში გამართული მარში სამარცხვინოა, ამდენად, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ „ჩვენი ხალხის უმრავლესობა, განსხვავებით მარიონეტი პოლიტელიტისა, არასამთავრობოებისა და მართული მედიასაშუალებებისა, ემიჯნება „ლიბერალების“ მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას და ერთგული რჩება იმ ჭეშმარიტი ფასეულობებისადმი, რომელიც შესაბამისობაშია აშშ-ის ახლად არჩეული ადმინისტრაციისა და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მიერ აღიარებულ ღირებულებებთან".

„ქართული იდეის" განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის 21 იანვარს, ვაშინგტონში, ახლად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ - სოროსისა და მაკკეინის მიერ მართულმა აგრესიულმა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა, რომლის მსგავსი გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც მოეწყო. ვფიქრობთ, მსოფლიო საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ხალხის უმრავლესობა, განსხვავებით მარიონეტი პოლიტ-ელიტისა, არასამთავრობოებისა და მართული მედიასაშუალებებისა, ემიჯნება „ლიბერალების“ მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას და ერთგული რჩება იმ ჭეშმარიტი ფასეულობებისადმი, რომელიც შესაბამისობაშია აშშ-ის ახლადარჩეული ადმინისტრაციისა და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მიერ აღიარებულ ღირებულებებთან.

მოგმართავთ თხოვნით, რომ შაბათს, 2 საათზე, შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და მშვიდობიანი მარშით გავიაროთ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, რითიც ღიად დავაფიქსირებთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას თბილისში გამართული სამარცხვინო მსვლელობის მიმართ და სოლიდარობას გამოვუცხადებთ აშშ-ის ხელისუფლებაში მოსულ იმ პროგრესულ ძალას, რომლის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული იყო და სამწუხაროდ, დღესაც რჩება საქართველოს მარიონეტი პოლიტ-ელიტა, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და ძირითადი მედია-საშუალებები.

„ქალების მარში" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციები 21 იანვარს სხვადასხვა კონტინენტზე, მსოფლიოს რამდენიმე ასეულ ქალაქში გაიმართა. თუმცა აქციები განსაკუთრებით მასშტაბური იყო ამერიკის შეერთებული შტატებში, უფრო კი დედაქალაქში, სადაც 20 იანვარს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა. ქალების საპროტესტო აქციები სწორედ ამ სახელწოდებით "ქალების მარში ვაშინგტონისკენ" დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ მსოფლიომ მეტი გაიგოს ქალთა უფლებებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების შესახებ, რომელთაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ახალარჩეული პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში.

"ქალების მარში" - საპროტესტო აქციები ტრამპის ინაუგურაციის პასუხად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^