„საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა მარტის ბოლომდე ნამდვილად ამოქმედდება" - „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა განაცხადა.
the EP rapporteur on #Georgia visa lib @GabrielMariya: "Georgians can travel visa free definitely before the end of March"
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 2, 2017
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ევროკავშირის უკვე სამივე ინსტიტუტი უჭერს მხარს. 28 დეპუტატმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე