„მეც, როგორც ყველა თანამშრომელი, ველოდებით ორშაბათს, როცა გენერალური დირექტორი გააკეთებს განცხადებას სამეურვეო საბჭოსთან, თავისი მომავალი ხედვის შესახებ. იმედია, სამეურვეო საბჭო კარგად გაიაზრებს შექმნილი სიტუაციის სირთულეს.“ - ამის შესახებ „ლიბერალს" გადაცემა „რეალური სივრცის" ერთ-ერთმა ავტორმა და წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მისი ინფორმაციით, პირველ არხზე იგეგმება ყველა გადაცემის გაჩერება და ფიქრობს, რომ ყველა გადაცემაში „რეალური სივრცეც“ მოიაზრება.
კოალიცია: ცნობილი გახდა, რომ „რეალური სივრცის" დახურვა იგეგმება
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს ხედვას ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით და სწორედ ამ შეხვედრაზე გაახმაურებს გენერალური დირექტორი ინფორმაციას გადაცემების შეჩერების შესახებ.
დღესვე კოალაციამ „მედია ადვოკატირებისთვის" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა".
"ლიბერალი" დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მრჩეველს, ია ანთაძეს, მისი თქმით, პასუხები ამ კითხვებზე ორშაბათს გახდება ცნობილი.