Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: მოხეში სკოლის დირექტორის მხრიდან შევიწროება სხვა მუსლიმ მოსწავლეებზეც გავრცელდა

08 თებერვალი, 2017 15:21

მოხის მე-12 საჯარო სჯოლაში მუსლიმი მოსწავლისადმი სოლადირობის გამოხატვის შემდეგ დირექტორის მხრიდან უფლებების შეზღუდვა თანაბრად გავრცელდა ყველა მოსწავლეზე, ვინც დირექტორის ქმედებას რელიგიური კუთვნილების გამო შეურაცხყოფად აღიქვამდა და მის ქმედებებს აპროტესტებდა - ამის შესახებ განცხადებას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს, რომელიც მოხის სკოლის მოსწავლეთა ინტერესებს სახალხო დამცველისა და განალთლების სამინისტორს წინაშე იცავს. 

EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსწავლეების განმარტებით, სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ დირექტორმა მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძებების გატარება დაიწყო.

„26-27 დეკემბერს სკოლის სხვა მუსლიმმა მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოხატეს  თეონა ბერიძის მიმართ და პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. პროტესტის და მასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსიების პარალელურად, სკოლის დირექტორი, იმის ნაცვლად, რომ სკოლაში შექმნილი სიტუაცია გადაეჭრა, დაპირისპირების მხარედ იქცა. მეტიც, მოსწავლეების განმარტებით, დირექტორის მხრიდან გამოვლინდა საკუთარი უფლებამოსილებების მოსწავლეების დასჯის მეთოდად გამოყენების ტენდენციაც. მაგალითად, EMC-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში მოსწავლეები მიუთითებენ, რომ დირექტორმა  პროტესტის შემდეგ  მე-12 კლასთან პირველივე გაკვეთილზე ხაზი გაუსვა თეონა ბერიძესთვის საგანგებო გამოცდის დანიშვნის საჭიროებაზე (რაც, მათ შორის, დასტურდება გაკვეთილზე ჩაწერილი აუდიო-ჩანაწერით); დირექტორმა პროტესტზე პასუხად მოსწავლეები გააფრთხილა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მათ სასამართლოს წინაშე მოუწევდათ პასუხის გაცემა (აღნიშნული გარემოება, ასევე დასტურდება აუდიოჩანაწერით). მოსწავლეების განცხადებით, მეორე სემესტრის პირობებში დირექტორის ქცევამ სადამსჯელო ხასიათი კვლავ შეინარჩუნა: სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მიერ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ მასწავლებლებს, რომლებიც მე-12 კლასის მოსწავლეებს სავალდებულო გაკვეთილის დამთავრების შემდეგ სკოლის შენობაში უსასყიდლოდ ამზადებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასეთი საქმიანობა აუკრძალა. ამასთან, დირექტორმა ოქროს მედლის კანდიდატ რამდენიმე მოსწავლეს განუცხადა, რომ მათ მიერ სკოლის ოქროს მედლით დასრულება ეჭვქვეშ დგებოდა, რადგან პროტესტის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მათ ინგლისურის ტესტი სკოლის წინ ეზოში აწერინა, რაც ნაწერის ნამდვილობას საეჭვოს ხდიდა; ახალი სემესტრის დაწყების შემდგომ სხვა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს სკოლის ავტობუსის მოსვლამდე დირექტორი საკლასო ოთახებში დაცდის საშუალებას აღარ აძლევს და ბევრ მათგანს სიცივეში, დერეფანში უწევს დაცდა. როგორც მოსწავლეები უთითებენ, ისინი გაკვეთილების დასრულების შემდგომ სკოლის დერეფანში დაცდის გამოც ხშირად იღებენ შენიშვნას დირექციისგან.

საქმის შესწავლისას სკოლის მოსწავლეებმა მიუთითეს კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, 2016 წლის ბოლოს სოფელ მოხეში მდებარე ძველ შენობასთან მუსლიმი თემის მიერ პარასკევის ლოცვის ღია ცის ქვეშ წარმართვის შემდეგ, დირექტორმა მე-12 კლასელი მუსლიმი მოსწავლეები  დაიბარა და საყვედური გამოუცხადა ამ სივრცეში ლოცვის გამო. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან მოხეში მდებარე ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფლიქტის პროცესში  ნ. რეხვიაშვილის აქტიური საჯარო პოზიციონირება მუსლიმი თემის წინააღმდეგ, მის რელიგიურ ნეიტრალობასა და ობიექტურობას სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სადავოს ხდის.

ზემოთ მითითებული გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია EMC-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახალხო დამცველს წარუდგინა და მათი სრულყოფილი შესწავლა მოითხოვა.  მთლიანობაში მოცემულ საქმეში EMC ამტკიცებს, რომ სკოლის დირექტორის ქმდებები განათლების უფლებაში ჩარევას იწვევს, სკოლაში სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის და  მუსლიმი მოსწავლეების მიმართ რელიგიური ნიშნით შევიწროებასდისკრიმინაციას წარმოადგენს.  სკოლის დირექციამ მუსლიმ მოსწავლეებს ღირსების შემლახავი, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან დამაშინებელი გარემო შეუქმნა. საწყის ეტაპზე ვერბალური ფორმით გამოხატულმა შევიწროებამ ამ დროისთვის უფლების შეზღუდვის სახე მიიღო და მუსლიმი მოსწავლეები რელიგიური კუთვნილების გამო არასახარბიელო გარემოებებში აყენებს. სკოლის დირექტორის მოპყრობა პირველ ეტაპზე თავსაფრის ტარების ფაქტს უკავშირდებოდა და ერთ მოსწავლეს მიემართებოდაშემდგომში კი თანაკლასელების მიერ გამოხატული სოლიდარობის გამოის თანაბრად გავრცელდა ყველა მათგანზევინც დირექტორის ქმედებას საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამო შეურაცხყოფად აღიქვამდა და მის ქმედებებს აპროტესტებდა" - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. 

მოხის სკოლის დირექტორი მოსწავლისთვის გაკვეთილებზე თავსაფრის ტარების აკრძალვას უარყოფს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^