Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიბლუსი: რამდენიმე თანამშრომლის მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება

09 თებერვალი, 2017 11:48

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“  განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბიბლუსი გალერის“ რამდენიმე თანამშრომლის გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არიან თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დათხოვილი იყვნენ არასათანადო მუშაობის გამო, 2 მათგანი კი სულ რამდენიმე კვირაა მუშაობს გალერეაში და ჯერ სარეზერვო კადრია, რაც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს. 

სამუშაო საათები „ბიბლუსი გალერეაში“ განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი) და ამასთან მოქმედებს ეფექტური საბონუსე სისტემა. სეზონურად მომატებული სამუშაოს დროს, სურვილის შემთხვევაში თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს დამატებით, რაშიც იღებს ბონუსებს, რომლის ოდენობა ხშირად 2-ჯერ აღემატება ხელფასს. 

ბიბლუსი მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განწყობაზე და განვითარებაზე. ჩვენ მზად ვართ პირადად მოვისმინოთ სამართლიანი და დასაბუთებული შენიშვნები თითოეული დასაქმებულისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ყველა კონკრეტულ ბრალდებაზე, კონკრეტული ფაქტებით გამყარებულ პასუხს“.- ნათქვამია ბიბლუსის განცხადებაში. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ბიბლუსი გალერეში დასაქმებულთა ვიდეო-მიმართვა, სადაც ისინი საუბრობენ თავიანთ ყოველდღიურ შრომით პირობებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^