ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაინტერესდება თუ არა სამინისტრო „ბიბლუსი გალერის" თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო პასუხობს:
„ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, რას აკეთებს შრომის ინსპექცია. ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელიც სასწრაფო ბრიგადის მსგავსად დადის ობიექტ-ობიექტ".
მინისტრი „ბიბლუსი გალერის" თანამშრომლებს ურჩევს, მიმართონ სასამართლოს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულთა ვიდეო-მიმართვა, სადაც ისინი საუბრობენ თავიანთ ყოველდღიურ შრომით პირობებზე.