Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14 თებერვალი, 2017 21:35

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად 2016 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებულები გამოავლინა. 

საუკეთესო სტატიის ნომინაციაში „ინდიგოს" ჟურნალისტის სტატიამ გაიმარჯვა; საუკეთესო აუდიო სიუჟეტი ონლაინ მედიაში - სოფიო ვასაძე, რადიო „ჯიპა”, საუკეთესო საგამოძიებო სტატია - ნატო გოგელია, „გურიანიუსი”, საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი - გიორგი მგელაძე და  ნინო რამიშვილი, საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი – ნინია კაკაბაძე, „ჯემნიუსი”, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – გიორგი ლონდარიძე, „სამხრეთის კარიბჭე”, EUMM-ის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გვანცა დოლუაშვილი, „ჯემნიუსი”.

„ლიბერალის" ჟურნალისტის, ნათია ამირანაშვილის სტატია „მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა - ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო" კატეგორია საუკეთესო სტატიის ნომინაციაში დასახელდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^