Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლინა ღვინიანიძე: შევეცდებით „ბიბლუსიდან“ გათავისუფლებულთა ინტერესები სასამართლოში დავიცვათ

15 თებერვალი, 2017 23:27

„ერთი გაფრთხილება არ არის საკმარისი. ფორმალურად შეიძლება ასე განმარტოს დამსაქმებელმა. მაგრამ ძალიან ბევრი სასამართლო პრაქტიკა არსებობს, სადაც დაგვიანება ვერ ჩაითვლება სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სასამართლოში დავამტკიცოთ,“- ასე აფასებს „ბიბლუსიდან“ თანამშრომლების გათავისუფლებას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლინა ღვინიანიძე.

მისი თქმით, რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს და გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირდება. ღვინიანიძე აცხადებს, რომ ამ საქმეებს შეისწავლის და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოში შეეცდება.
„კომპანია პირდაპირ ამბობს, რომ გათავისუფლება უკავშირდება საქმიანი რეპუტაციის შელახვას. თუმცა ეს მოხდა თუ არა, სასამართლომ უნდა დაადგინოს და კომპანია ამას ვერ დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას. საქმიანი რეპუტაციის შელახვა ნიშნავს დასაქმებულის მხრიდან ცრუ ინფორმააციის გავრცელებას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლებს დღეს დილით გამოუცხადეს საყვედური და აქამდე სხვა დროს მათ საყვედური არ მიუღიათ“,- ამბობს ლინა ღვინიანიძე.
ცოტა ხნის წინ „აუდიტორია 115“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსი გალერის“ ის თანამშრომლები გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელეს და სამუშაო პირობებთან დაკავშრებით პროტესტი გამოხატეს. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას „ბიბლუსი გალერის” კონსულტანტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, გათავისუფლების შესახებ ცნობა დღეს ჩაბარდა. მასში წერია, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი დაგვიანება და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვაა. გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს სოფო ივანიშვილი, რომელიც გუდვილის ფილიალში მუშაობდა და სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^