Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე შსს-ზე: ჩვენ მიმართ შერჩევითი სამართალია, ხელს არ გვკიდებენ, სხვებს კი დასდევენ

23 თებერვალი, 2017 19:04

„ჩვენთან მიმართებით ცალსახად არის შერჩევითი სამართალი, ჩვენ არ გვკიდებენ ხელს, მაგრამ სხვა ადამიანებს ჯერ კიდევ დასდევენ, კულტივირების გამო აპატიმრებენ  და სასამართლო პროცესებიც იმართება“, - ამის შესახე „ლიბერალს“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

შსს-ს თქმით, „გირჩის" ოფისიდან ამოღებულ ქოთნებში, ექსპერტიზის დასკვნით, არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების საკმარისი ოდენობა იმისთვის, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები გატარებულიყო".

„პროექტს „ვიკინგების“ ფარგელბში ფეიბუქზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუსვით კითხვები, მათ შორის თუ რა ვითარებაა ჩვენი ოფისიდან წაღებულ კანაფზე. ფეისბუქის გვერდზე გაგვცეს პასუხი, რომ ამოღებულ 84 ქოთანში არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი - კანაფის აქტიური კომპონენტი) რაც არასერიოზულია, რადგან ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია კულტივაციის ფაქტი, რასაც სსკ 265-ე მუხლი ითვალისწინებს [ვინაიდან გამოძიება სწორედ 265-ე მუხლით მიმდინარეობს]. თავისთავად კულტივირების ფაქტი არის სისხლისსამართლებრივად დასჯადი. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამოღებულ კანაფში რამდენი იქნებოდა  THC-ის შემცველობა... ოდენობის თემაც საერთოდ სხვა მუხლია (სსკ 260-ე მუხლი), როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების ფლობას, გადაზიდვასა და ა.შ.“, - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, გარდა ფეისბუქ პასუხისა, შსს-დან მათ ამ საკითხზე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

„რეალობა ჩვენი შეფასებით არის ის, რომ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვთ მიღებული -  იმის გამო, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, ხელს არ გვკიდებენ, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს არაერთი სასამართლო პროცესი სხვა ადამიანებთან მიმართებით, რომელიც ანალოგიურად კულტივაციის გამო იყვნენ დაკავებულები. მათ შორის ერთი გახმაურებეული შემთხვევაა სასულიერო პირთან მიმართებით [ქუთაისში]. ასევე გვაქვს ერთი შემთხვევა, რომლის [სასამართლო პროცესი] თბილისში გაიმართება“, - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად მათ აქვს განცდა, რომ თვითონ სასამართლო ხელისუფლება ამ ეტაპზე არის მოლოდინის რეჟიმში და ელოდება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს  საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც კულტივირების მუხლია (265-ე მუხლი) გასაჩივრებული.

„ამ პროცესების გადადება ხდება იმის გამო, რომ ისინი ელოდებიან, თუ რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო. სხვების შემთხვევაშიც, განაჩენი არ გამოაქვთ. არსებითი განხილვა იწელება და პროცესების გადადება ხდება. ის პირები, ვინც ვახსენე ამ ეტაპზე დაპატიმრებულები არ არიან, წესით დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, მაგრამ გარეთ არიან და არიან მოლოდინის რეჟიმში, რას უზამენ“, - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, მათ აქტიურობასა და „დაუმორჩილებლობის აქტს“ ჯერჯერობით ის შედეგი მოჰყვა,  რომ ადამიანები ვისც კულტივირების გამო ადრე პირდაპირ აკავებდნენ, ახლა ჯერჯერობით გარეთ არიან.

„ეს არის ჯერჯერობით ხელშესახები ჩვენ რასაც ვხედავთ. თუმდა ესაც ეხება იმ ადამიანებს ვისი შემთხვევებიც ჩვენ გავასაჯაროეთ. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს სხვა შემთხვევებზე, რეგიონებში რა ხდება კაცმა არ იცის... სხვა ხელშესაღები შედეგი ამ ეტაპზე არაფერი არ არის. სახეზე ცალსახად არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ უბრალოდ ვერ გვიბედავენ, რიგით მოქალაქეებს მაინც უბედავენ და სასამართლოებში ატარებენ. ჯერჯერობით ეს არის რეალობა, და საბოლოო ჯამში რითი დამთავრდება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“, - ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^