Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამომცემლებმა და ავტორებმა პროტესტის ნიშნად მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დატოვეს

28 თებერვალი, 2017 20:39

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სახელმძღვანელოების გამომცემლებმა და ავტორებმა პროტესტის ნიშნად, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დატოვეს. 

როგორც „ლიბერალს“ გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა კახმეგ კუდავამ განუცხადა, სამინისტრომ არ გაიზიარა გამომცემელთა მოთხოვნები. 12 გამომცემლობამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით გუშინ მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სამინისტროს მიერ შეთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის მიხედვით, გამომცემლები და ავტორები სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციასა და  შრომის სამართლიან ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.

„ეს არ არის ბოიკოტი სამინისტროს მიმართ, პირიქით, სამინისტრო უცხადებს ბოიკოტს გამომცემლებსა და ავტორებს. შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ დაიწყო იგივე საუბარი, რასაც ვუსმენთ უკვე 7 თვის განმავლობაში. ეს არის საკუთრების შელახვა, დაყაჩარება, წართმევა. სამინისტრო არცერთ იმ პუნქტს არ ითვალისწინებს, რაც გამომცემლობებმა შევთავაზეთ, არც ერთი მუხლის შესრულებაზე არ არის მზაობა, რომ გაიზიარონ. ამიტომ, ყველა ქართულმა გამომცემლობამ და ავტორებმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ შეხვედრა“,- უთხრა „ლიბერალს“ კახმეგ კუდავამ.

წიგნის გამომცემლები: გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციას არ უზრუნველყოფს

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დამტკიცდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^