
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა,რომ იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლის მამალაძეს ეკუთვნის.
„ის იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო. სწორედ ეს იარაღი ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „კვირის პალიტრასთან“.