
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. მისი თქმით, ვიდეო საუბრის სრული ვერსია არაა ასახული. მისი თქმით, აღნიშნულის გავრცელება ემსახურება მიზანს, რომ საზოგადოებაში შეიქმნას აზრი, რომ „სახელმწიფო უბედურებისგან გადაარჩინეს".
„საუბრები რომ გადავახარისხო, შესაძლოა სადამ ჰუსეინის უახლოესი მეგობარიც აღმოვჩნდე და ტერორისტიც", - ამბობს რამიშვილი.
მისი თქმით, თუკი პროკურატურას სიმართლის ჩვენება უნდა, საზოგადოებას ჩანაწერის სრული ვერსია უნდა მოასმენინონ.
„ლიბერალის" შეკითხვაზე, ავთენტურია თუ არა ის მონაკვეთი, სადაც სავარაუდოდ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის „დაბრედვაზე" საუბარობს, ადვოკატი პასუხობს, რომ „დასაბრედია, არ ნიშნავს, რომ დავბრიდავ".
„მოდი მაშინ კონტრარგუმენტს გეტყვი, რატომ არ ანახეს, როდესაც ამბობს, მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა შორენასო, ჭკუიდან შეიშლება და სიონის ეკლესიას სამჯერ წრეს დაარტყამსო და ეკლესიაში არავინ არ შეუშვებსო. რატომ არ გაასაჯაროვეს, მითხარი? ეს არ არის ხალხისთვის საინტერესო? გაბრიელ ბერის, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებზეც იყო საუბარი. რატომ არ გაასაჯაროვეს? მაინცდამაინც დაბრედვაზეა? მე იცი რამდენ კაცზე ვიძახი ამას დავბრედავ-თქო? დასაბრედია არ ნიშნავს, რომ დავბრიდავ. დასაბრედია ისე, რა ზოგადად რა. სიტყვების თამაშიდან ნუ ქმნიან რა რაღაცას", - თქვა ადვოკატმა.