"ერთსულოვნების" თანამშრომლები პატრიარქს სთხოვენ ტელევიზიის დირექტორად მეუფე პეტრე დატოვოს. განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში თანამშრომლებმა გააკეთეს.
„გამოვთქვამთ უდიდესს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ დღემდე ემსახურებოდა სარწმუნეოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფე პეტრემ გასწია ტელევიზიის განვითარების საქმეში მომავალში დაფასდება. უმორჩილესად ვთხოვთ პატრიარქს გაითვალისწინოს თანამშრომლების სურვილი და ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს მეუფე პეტრე ცაავა" - ნათქვამია თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.