Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: აქციაზე 11 პოლიციელი და 10 დემონსტრანტი დაშავდა

12 მარტი, 2017 1:45

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, ბათუმში დაპირისპირების შედეგად აქციიდან კლინიკებში 21 პაციენტი გადაიყვანეს. მისი განმარტებით, დაშავებულთა შორის 11 პოლიციელია, 10 კი - დემონსტრანტი. 

როგორც მან „მოამბესთან" საუბრისას აღნიშნა, ყველაძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც, პირველადი კვლევით, სახის ძვლის ტრავმა აქვს მიღებული. 

„ამ დროისთვის აქციიდან სულ შემოიყვანეს კლინიკებში 21 პაციენტი, რომლებიც ძირითადად 2 კლინიკაში გადანაწილდნენ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს 11 პაციენტი, მათ შორის 5 პოლიციელი. 6 სხვადასხვა სახის ტრავმა იყო, დაჟეჟილობები და ჭრილობები. 2 ადამიანი გადის კვლევას. უფრო პრობლემატურია ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა, რომელსაც აქვს სახის ძვლების ტრავმა პირველადი კვლევით. კომპიუტერული ტომოგრაფიული დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა მას ოპერაციული ჩარევა" - თქვა მიქელაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შს მინისტრისგან მიღებული დაპირების თანახმად, ყველა დაკავებული მაქსიმუმ 1 საათში გათავისუფლდება. 

ზურაბ პატარაძე: ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა დაკავებული მაქსიმუმ 1 საათში გათავისუფლდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^