Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მირცხულავა: დღესდღეობით ხუდონჰესის პროექტი გაჩერებულია, წელს მისი განხორციელება არ დაიწყება

13 მარტი, 2017 19:16

დღესდღეობით ხუდონჰესის პროექტი გაჩერებულია, 2017 წელს პროექტის განხორციელება არ დაიწყება, - ამის შესახებ „ლიბერალთან“ საუბრისას „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკურმა დირექტორმა  დავით მირცხულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტს სხვადასხვა სახის პროცედურები აქვს გასავლელი.

„ჩვენ არ გვაქვს აღებული მშენებლობის ნებართვა. ასევე, არ გვაქვს გარემოსდაცვითი ნებართვა [დადებითი ეკოლოგიური დასკვნა], რაც გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. გარემოსდაცვითი ნებართვა თუ ავიღეთ [რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს], შემდეგ გვაქვს უფლება, ეკონიმიკის სამინისტროში ავიღოთ მშენებლობის ნებართვა. მანამდე იყო აუცილებელია მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაც, რომელიც არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, 2017 წელს მშენებლობა რომ არ დაიწყება, აბსოლუტურად რეალურია“, - ამბობს მირცხულავა.

მისი თქმით, როგორც კი მორჩება მიწის რეგისტრაციის საკითხები, შემდეგ დაიწყება შესაბამისი პროცედურების გავლა.

ასევე, როგორც მირცხულავა ამბობს, „რამდენადაც მან იცის, აქტიური მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს“.

ბოლო ინფორმაციით, კომპანია „ხუდონჰესის" მშენებლობის დაწყებას 2017 წლიდან აპირებდა. მათი თქმით, წინა მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყებოდა, მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^