ელისო კილაძის შვილმა, რომელიც პოლიციამ 0,1626 გრამი ბუპრენორფინს ფლობის ბრალდებით დააკავა, შიმშილობას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ჟურნალისტი ავრცელებს:
„ჩემმა შვილმა პროცესზე განაცხადა რომ მას პოლიციის სამმართველოში პირდაპირ აგინებდნენ დედას,ეუბნებოდნენ რომ ვარ მილიონერი ,აყენებდნენ შეურაცხყოფას.
გამოაცხადა შიმშილობა-რომელსაც მისი მდგომარეობის გამო სულ ერთი კვირა გაუძლებს.
ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილებას" - წერს კილაძე.
მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს.