Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველის ფონდი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცვლის ფონდის მუშაობის პრინციპს

28 მარტი, 2017 19:21

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი კვლევითი პროექტების განაცხადების შეფასებისას, ფონდის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვას ეხება, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი თავის პოზიციას აქვეყნებს. 

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცვლის ფონდის მუშაობის პრინციპს.

„გადაწყვეტილება შეიცავს რისკს, ხელი შეეშალოს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში საგრანტო დაფინანსების პროგრამებში პროექტების მიუკერძოებელი, ხარისხიანი შეფასების პროცესს და აგრეთვე, აფერხებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას. ექსპერტებთან ფონდის თანამშრომლობის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები, ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში, უარს აცხადებდნენ საკონკურსო პროექტების შეფასებაზე. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ეროვნული და საერთაშორისო ფონდებისთვის ექსპერტების კონფიდენციალურობა პროექტების შეფასების ძირითადი პრინციპია. 2016 წლიდან, ფონდი თანამშრომლობს აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილ ორგანიზაციასთან, სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდთან (CRDF Global) და ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტების ორგანიზაციასთან (ORAU) ფუნდამენტური, გამოყენებითი, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით. აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებული შეთანხმებებით, შეფასების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ვინაობა ასევე კონფიდენციალურია. 

ამასთანავე, 2015 წლიდან ფონდი ყოველი წლის ბოლოს ვებგვერდზე ანბანური თანმიმდევრობით აქვეყნებს იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობას, რომლებიც ფონდთან სხვადასხვა კონკურსების ფარგლებში შემოსული განაცხადების კომისიური წესით შეფასებისას თანამშრომლობდნენ. აღნიშნული პრაქტიკა მიღებულია ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებშიც და უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო საზოგადოებასთან ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით“,- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შემფასებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო: გრანტების კონკურსში შემფასებელ ექსპერტთა ვინაობა საჯარო უნდა იყოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^