Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეთრი ხმაური: პაკელიანს პოლიციამ სამედიცინო დახმარების მიღების დროული შესაძლებლობა არ მისცა

31 მარტი, 2017 11:28

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორამციით, შოთა პაკელიანი ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და აწამეს. მოგვიანებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებზე, 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი სხეულზე ნათლად ატყვია.

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს. 

„პაკელიანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 23 მარტს დააკავეს. დაკავების მომენტში შეშინებულმა პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება შიშის საფუძველზე მოასწრო. მოგვიანებით, განყოფილების შენობაში გადაყვანილს, პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება „ბიო” დაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ.

ადგილზე მისულმა პაკელიანის მშობლებმა და მეგობრებმა, ძალადობისა და ღირსებაშემლახავი მოპყრობის კადრები მობილური ტელეფონებით აღბეჭდეს. მასალის დიდი ნაწილი პოლიციელებმა სწრაფადვე წაუშალეს, თუმცა გადარჩენილ ნაწილში ისმის დაკავებულის ყვირილი. მათი თქმით, რაც მოგვიანებით ბრალდებულის ჩვენებითაც დასტურდება, გარდაცვალების საფრთხის ქვეშ მყოფი შოთა პაკელიანი სასწრაფო დახმარების გამოძახებასა და კუჭის ამორეცხვის პროცედურებს ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშომლები პაკელიანის მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაყლაპვის ფაქტს თავად შეესწრნენ, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული შესაძლებლობა არ მისცეს. პაკელიანის მძიმე ინტოქსიკაცია კი რამდენიმესაათიანი წამებისა და იძულების ფონზე ვითარდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის მხოლოდ გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მალევე კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ექიმების ცნობით ათიოდე წუთის დაგვიანების შემთხვევაში შოთა პაკელიანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. 4-დღიანი კომატოზური მდგომარეობის განმავლობაში მას ორჯერ შეუჩერდა გულის მოქმედება. მდგომარეობიდან გამოსვლის მეორე დღეს, ჯერ კიდევ არასათანადო ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფ შოთა პაკელიანს, მოსამართლემ სს კოდექსის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის დარღვევისთვის, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. საქმეში იკვეთება არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობა და დარღვევა", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის განცხადებაში".

ბრალდებული პოლიციას „ბიოს" ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს

შსს: პაკელიანმა დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო, მას პოლიციასთან პრეტენზიები არ აქვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^