ისრაელმა ტერორიზმის საფრთხის გამო ეგვიპტესთან საზღვარი ჩაკეტა.
როგორც ქვეყნის დაზვერვის მინისტრმა დღეს განაცხადა, არსებობდა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა სინის ნახევარკუნძულზე მყოფ ტურისტებზე მოსალოდნელ ტერორისტულ თავდასხმას. მინისტრის განცხადებით, საზღვარი ღიაა მათთვის, ვისაც ეგვიპტეში დაბრუნება სურს.
კვირას, ქალაქ ალექსანდრიაში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე საათით ადრე კი ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ქალაქ ტანტაში, კოპტი ქრისტიანების ეკლესიაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. კოპტი ქრისტიანები ეკლესიებში ბზობას აღნიშანვდნენ.