სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ, 3 მაისს სასადილო „მაფშალიას“ საქმიანობის უფლება შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.
სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული მოთხოვნების შემოწმების მიზნით შევსებულ „შესაბამისობის შეფასების აქტში“ ვკითხულობთ, რომ „მაფშალიაში“ გამოავლინეს შემდეგი დარღვევები:
- სამზარეულო გადატვირთულია ზედმეტი არასაჭირო ნივთებით;
- ჭურჭლის სამრეცხაო გადატვირთულია ზედმეტი არასაჭირო ნივთებით;
- ინვენტარის შესანახად არ არის მოწყობილი იზოლირებული კარადა;
- სამზარეულო არ არის იზოლირებული;
- სამზარეულოში არ არის მოწყობილი საკმარისი რაოდენობის ჩანი;
- ნედლეულის შესანახად არ არის მოწყობილი იზოლირებული ფართი;
- ნედლეული განთავსებულია იატაკზე;
- უცხო პირთა შესვლისას არ გამოიყენება დამცავი ტანსაცმელი;
- მომსახურე პერსონალი სრულყოფილად არ იყენებს დამცავ ტანისამოსს;
- მომსახურე პერსონალს არ აქვს გავლილი შესაბამისი სწავლება სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით;
- ელ. გაყვანილობა არ არის დაფარული იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება;
- სამზარეულოს შესასვლელში არ არის მოწყობილი დეზობარიერი;
- ჭურჭლის სამრეცხაოს ჭერი და იატაკი დაზიანებულია და არ ექვემდებარება სრულყოფილად რეცხვა\დეზინფიცირებას;
- იმ სათავსში, სადაც სურსათის დამზადების ღია პროცესი მიმდინარეობს, ჭერი, იატაკი და კედლები არ ექვემდებარება დასუფთავებასა და დეზინფექციას;
- სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების ღია პროცესი, არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების დასუფთავება\დეზინფიცირება, რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან;
- სამზარეულოს ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების ღია პროცესი, ხდება ნაწილაკების ცვენა და კონდენსანტის წარმოქმნა;
- შენობაში ხდება ჭუჭყის დაგროვება, საჭიროებს რეგულარულად დასუფთავებას;
- სამზარეულოში გარეთ გამავალი ფანჯარა არ არის დაფარული მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით;
- სამზარეულოში, სადაც ხდება სურსათის წარმოების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები და მავნებლები (ბუზები, ტარაკნები);
- სამზარეულო არ არის უზრუნველყოფილი ცხელი წყლის მიწოდებით;
- მაცივრების თაროები საჭიროებს განახლებას;
- მაცივრები არ არის სათანადოდ სუფთა მდგომარეობაში;
- მომსახურე პერსონალის ტუალეტის ჭერი, კედელი, იატაკი დაზიანებულია და არ ექვემდებარება სრულყოფილად რეცხვა\დეზინფიცირებას;
- მომსახურე პერსონალის ხელსაბანი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ქაღალდის ხელსახოცი,ხელის დეზინფექტანტი);
- მომსახურე პერსონალის ტუალეტში განთავსებულია თურქული ფეხსადგამი;
- ტუალეტის კარი დაზიანებულია და საჭიროებს განახლებას;
- სავენტილაციო სისტემა არ არის სათანადოდ სუფთა მდგომარეობაში;
- გასანათებელი მოწყობილობები სამზარეულოში და ჭურჭლის სამრეხცაოში არ არის დაფარული იმგვარად რომ გატეხვის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული სურსათის რაიმე სახით დაბიძურება.
- სამზარეულოში წყლის მილი დაზიანებულია
- ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური კვლევის ოქმი, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
- მაცივარში არაერთგვაროვანი პროდუქცია არ ინახება განცალკევებულად.
- სამზარეულოს ინვენტარი (ქვაბი, ტაფები, მაგიდის ზედაპირები, კარადები) საჭიროებს განახლებას;
- ნარჩენების გატანა არ ხდება თავდახურული ადვილად რეცხვა/დეზინფიცირებადი კონტეინერებით;
- დასალაგებელი ინვენტარის, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების შესანახად არ არის მოწყობილი იზოლირებული კარადა.
- ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს ჩატარებული სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ შესაბამის ჩანაწერს.
„მაფშალიას“ აღნიშნული დარღვევების გამოსასწორებლად დრო 3 ივნისამდე მიეცა.