ტყიბულში თბილისიდან და ქუთაისიდან ჩასული აქტივისტები შრომით პირობებს აპროტესტებენ.
„ჩვენ ამას ვარქმევთ მკვლელობას, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ, ჩაიდინა ბიზნესმა სახელმწიფოს ნებართვით. არავინ ამ ქვეყანაში არ აკოტროლებს, დასაქმების ადგილებზე რა პირობებში უწევთ მუშაობა მშრომელებს, რამდენად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება.
ეს ადამიანები შახტში ჩასვლისთანავე განწირულები არიან, რომ შესაძლოა, იქიდან ვერასდროს ამოვიდნენ. მთავრობას კი მიაჩნია, რომ სიცოცხლის კომპესაციისთვის ათი ათასი, ან თხუთმეტი ათასი კმაროდეს. ეს რეალობაა, ჩვენ ამას აქ ვაპროტესტებთ“, - ამბობს „ლიბერალთან“ აქტივისტი მარიამ ქაჯაია.
გუშინ, საღამოს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი საწარმოო შემთხვევის დროს ოთხი მუშა დაიღუპა. ცხედრების ამოყვანა დღეს დილით მოხერხდა.
ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! - ტყიბულში შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აქცია გაიმართება