Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცქიტიშვილი აბორტების შეზღუდვაზე: ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმართვის პროცესში

11 მაისი, 2017 13:30

„არავინ ამბობს იმას, რომ აბორტი კარგია, მაგრამ რამდენიმე კომპონენტი შემოდის: უფლებრივი მდგომარეობა, საკითხი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აძლევს ქალს უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს ეს და არ შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ და კანონმა დაუწესოს, როგორ მოიქცეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ქალის ჯანმრთელობაზე, გარკვეული შეზღუდვების დაწესებით ეს საკითხი გადადის ფარულ სივრცეში, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას.

„მესმის, ეს ვიღაცისთვის მორალური საკითხია, მაგრამ არ შეიძლება, ერთი მსოფლმხედველობა თავს მოვახვიოთ მეორეს და ავკრძალოთ თავისუფალი არჩევანი. ცოტა ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმართვის პროცესში და ამიტომაც მგონია, დაუშვებელია კანონის ამ ფორმით მიღება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი „დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, აბორტის შეზღუდვის შესახებ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 12 კვირამდე ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეს დასაშვები, თუ:

1. ორსული წარმოადგენს ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება;

2. ორსული წარმოადგენს ორი ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცესში ქალისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;

3. ორსული წარმოადგენს ორი ექიმი-ფსიქიატრის დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალმა  სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს. 

ზვიად ტომარაძის თქმით, კანონპროექტის საჭიროება „საქართველოში აბორტების დიდმა მასშტაბმა" განაპირობა. მისი თქმით, დღეს საქართველოში უამრავი აბორტი კეთდება, რაც დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აბორტის შეზღუდვის შესახებ ტომარაძის პროექტს მხარი არ დაუჭირა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^