Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აბორტი გაუმართლებელია მორალური კუთხით" - ზვიად ტომარაძე აბორტის უფლების შეზღუდვას მოითხოვს

11 მაისი, 2017 13:30

ადამიანის უფლებათა კომიტეტზე „დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რომელიც აბორტის შეზღუდვას ეხება. ორგანიზაცია მიიჩნევს, 12 კვირამდე ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეს დასაშვები, თუ:

1. ორსული წარმოადგენს ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება.

2. ორსული წარმოადგენს ორი ექიმ-გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცესში ქალისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

3. ორსული წარმოადგენს ორი ექიმი-ფსიქიატრის დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალმა  სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს. 

მომხსენებელ ზვიად ტომარაძის თქმით, კანონპროექტის საჭიროება „საქართველოში აბორტების დიდმა მასშტაბმა" განაპირობა, რადგან დღეს საქართველოში უამრავი აბორტი კეთდება, რაც დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. 

„გარდა დემოგრაფიული საკითხისა, აბორტი გაუმართლებელია მორალური კუთხით. განსაკუთრებით გაუმართლებელია ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რადგან მოზარდობის ასაკში თუ ხდება აბორტი, არსებობს დიდი ალბათბა იმისა, რომ შემდეგი ორსულობა აღარ დადგეს, ან ისე დაზიანდეს ჯანმრთელობა, რომ ორსულობას გართულებები მოჰყვეს" - თქვა ტომარაძემ. 

ინიციატივის დასაცავად ზვიად ტომარაძემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება მოიყვანა:

„ბატონმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობამ აკრძალა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც აბორტისკენ მოუწოდებენ ქალებს ან ახალისებენ მას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ორგანიზაციები ძირითადად ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, თუ სხვა. პატარა წვლილიც რომ ჰქონდეთ, ერთ ცენტსაც ვერ მიიღებენ ამერიკის მთავრობისგან. ჩასახულ ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე" - თქვა ტომარაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. 

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ, ფედერალური დაფინანსება შეუწყდა.

ტრამპის თქმით, ამ ბრძანებით იგი გვერდით უდგას „ყველა ამერიკელს, მათ შორის მათ, ვინც არ დაბადებულა“.

უმრავლესობის წამომადგენელმა დეპუტატმა, კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტომარაძეს შეკითხვა დაუსვა, თუ აქვთ ინიციატივის ავტორებს გააზრებული, როგორ გავლენას მოახდენს პროექტი არალეგალურ აბორტებზე. 

ტომარაძის თქმით, ეს არ არის უსაფუძვლო შეკითხვა, მაგრამ საჭიროა გონივრული გადაწყვეტილების მიღება. 

„როცა კობა დავითაშვილმა წარმოადგინა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაზე კანონპროექტი, იქაც იყო საუბარი, აკრძალვის შემთხვევაში მისი მიწისქვეშეთში გადასვლის საფრთხის ან ბიუჯეტში ნაკლები თანხის შესვლის შესახებ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა გართულება მოჰყვეს, მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - რომელი სიკეთე არის აღმატებული" - თქვა ტომარაძემ. 

ცქიტიშვილი აბორტების შეზღუდვაზე: ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის წარმათვის პროცესში

დეპუტატებმა ტომარაძის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^