Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა

29 მაისი, 2017 15:55

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე იქნება. 

თუმცა მანამდე, 11 მაისს  მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. 

სააპელაციო სასამართლოში ჩინჩალაძის მოსამართლედ დანიშვნას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებდნენ, არ დაენიშნათ ჩინჩალაძე. 

„კანდიდატი 2007 წლის 23 მაისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს  წევრი. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი საქმე ჰქონდა განხილული ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს სამოსამართლეო საქმიანობის პეროდში 2007 წლიდან დღემდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ კანდიდატს ბოლო ათი წლის განმავლობაში განხილული აქვს: 2014 წელს 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის მონაცემების მიხედვით, ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს 2007 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული, ჯამში, 250 საქმის განხილვაში (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო 2 სისხლი) - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ მოსამართლე, რომელიც არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, საქმის განხილვას, არ იმსახურებს განმეორებით მოსამართლედ გამწესებას. ამასთან, მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ გამწესების თაობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^